„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, რექტორის N 75/01-01 (02.06.2021) ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, 2025 წლის 05 მარტის თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის N 4965/10 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N7580/10 (31.03.2025) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
ა) „ახალგაზრდული პროექტების განხორციელება“ (დანართი N1)
ბ) „ღონისძიების დაგეგმვა და მართვა“ (დანართი N2).
2.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია